ჯორჯიან ფაინანშიალ კრედიტ – ჯი ეფ სი

შპს „ჯორჯიან ფაინანშიალ კრედიტ – ჯი ეფ სი“ ქართულ საფინანსო ბაზარზე თითქმის 10 წელია მოღვაწეობს. ჩვენი ძირითადი მიმართულება მცირე და საშუალო მოცულობის სესხებია, რომელსაც უძრავი ქონებით უზრუნველყოფის საფუძველზე გავცემთ. კომპანიას ამ ეტაპზე ერთი სერვის ცენტრი აქვს ქალაქ თბილისში და შესაბამისად ორიენტირებულია თბილისში არსებულ უძრავ ქონებებზე, თუმცა სამომავლოდ გაფართოებასაც გეგმავს და ხშირ შემთხვევაში რეგიონებში არსებულ ქონებებსაც განიხილავს.