კითხვები

რის საფუძველზე გაიცემა იპოთეკური სესხი?

იპოთეკური სესხი გაიცემა უძრავი ქონების საფუძველზე. ეს შეიძლება იყოს საკუთარი სახლი, ბინა, კომერციული ფართი, მიწა, აგარაკი.

უძრავი ქონება უნდა მდებარეობდეს თბილისში ან მის შემოგარენში. გამონაკლის შემთხვევებში განიხილება ქალაქ ბათუმში არსებული ქონებებიც.

როგორ მიმტკიცდება სესხი?

სესხის თაობაზე განაცხადის გაკეთება შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად ჩვენი ვებ-გვერდის ან სატელეფონო ზარის საშუალებით. ცხელო ხაზი: 032 2 18 18 80. უძრავი ქონების შეფასება და სესხის დამტკიცება ხდება იმავე დღეს.

როდის შევძლებ თანხის აღებას?

თანხის მიღება შესაძლებელია სესხის დამტკიცებიდან 1 სამუშო დღეში.

შემიძლია თუ არა სხვა კომპანიიდან სესხის გადმოტანა?

დიახ, სხვა კომპანიიდან სესხის ჩანაცვლება (რეფინანსირება) შესაძლებელია.

მექნება თუ არა დამატებითი ხარჯები, გარდა პროცენტისა?

სესხის აღებასთან დაკავშირებული ხარჯები მოიცავს: თანხის გაცემის საკომისიოს, ნოტარიუსის ხარჯს და საჯარო რეესტრში იპოთეკის რეგისტრაციის ხარჯს. საჯარო რეესტრში იპოთეკის რეგისტრაცია ხდება ერთ დღეში 51 ლარად.

რა პირობებებს უნდა ვაკმაყოფილებდე სესხის ასაღებად?

უნდა იყოთ სრულწლოვანი არაუმეტეს 65 წლისა. მომხმარებლის საკრედიტო ისტორია და შემოსავლების დადასტურება სესხის დამტკიცებისას არ მოითხოვება.

რა დოკუმენტები მჭირდება სესხის ასაღებად?

თქვენ დაგჭირდებათ:

  • მსესხებლის/მესაკუთრის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი;
  • სესხის უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი უძრავი ქონების განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან.